ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ როგორც ფონდის შიდა პროექტების ფარგლებში მომზადებული ანგარიშები, ანალიტიკური ნაშრომები, სახელმძღვანელოები, ასევე ფონდის მხარდაჭერით გამოცემული სხვა სახის ლიტერატურა. პუბლიკაციის მოძიება შესაძლებელია საძიებო ფრაზის, თარიღის, პუბლიკაციის ტიპის მითითებით და/ან ანბანის მიხედვით.
შესაძლოა პუბლიკაციის სახელწოდების ქვეშ არ იყოს მიბმული პუბლიკაციის სრული ვერსია. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი წიგნი ფონდის ბიბლიოთეკაში.
კოალიცია თანასწორობისთვის საქმიანობის ანგარიში - 2015–2016
„კოალიცია თანასწორობისთვის" არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით შეიქმნა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)", „იდენტობა", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", კავშირი „საფარი", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)". კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა.
“კარგი” სამეცნიერო პრაქტიკის უზრუნველყოფა
პუბლიკაცია ქართულ ენაზე მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებული პროექტის " პლაგიატი საქართველოს აკადემიურ სივრცეში:პრევენცია და ბრძოლა" ფარგლებში. პუბლიკაციაში შესულია გერმანიის აკადემიური საზოგადოების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები, რომელთა მიზანია ქვეყანაში აკადემიური პატიოსნების უზრუნველყოფა.
კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტში და რეალური პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში
პუბლიკაცია მომზადებულულია სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის პროექტის _ "ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის ხუთი სფეროს სამოქალაქო მონიტორინგი" _ ფარგლებში.წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე.
ავტორი: მარინე მიზანდარი, "აღმოსავლეთ პარტნიორობისხელოვნებისა და კულტურისსაბჭო"; რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების ანალიტიკური მიმოხილვა
ანალიტიკური ნაშრომი მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველო” ინიციატივით და სამართლის ექსპერტის ირაკლი კობახიძის ავტორობით.
კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში
დაბეჭდილია ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით
2010 წელი
კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში (1995–2009)–მისი განვითარების პერსპექტივა
მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის შიდა პროექტის "დეტალები და კვლევა ქართულ კონსტიტუციაზე" ფარგლებში.
ავტორები:ვახტანგ ხმალაძე, ზაზა რუხაძე, ზურა ჯიბღაშვილ, იური ტაბუცაძე, დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი.
Сборник исторических документов для депортированных из Южной Грузии Месхетинцев
Международный Молодёжный Союз Депортированных Месхетинцев
«Месхети»
Сборник напечатан при финансовой поддержке фонда «Открытое общество-Грузия»
კომფლიქტში მესამე მხარის ჩარევა
ინსტრუქტორის სახელმძღვანელო
დაიბეჭდა ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით
კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა
სტუდენტის სახელმძღვანელო
დაიბეჭდა ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით