ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძემ ფონდში მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამიის კოორდინატორის თანამდებობაზე . მისი ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სამშვიდობო ინიციატივები და რეგიონული (სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის აუზი) ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული სხვა ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაცია. 2014 წლის 1 იანვრიდან ხელმძღვანელობს ევროინტეგრაციის პროგრამას. პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობას. გარდა ამისა, მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და შესაბამისი აღსრულების მექანიზმის დახვეწას. 2005-2006 წლებში იგი სწავლობდა ევროპის კოლეჯში (ვარშავა, პოლონეთი), სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, გერმანულ ანალიტიკურ ცენტში „ევროპის სტაბილურობის ინიციატივა" , ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ვანო აკადემიურ საქმიანობას ეწევა კავკასიის უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ევროპის საგარეო პოლიტიკის თემაზე. |
|