ევროინტეგრაცია
ევროინტეგრაციის პროცესი მნიშნველოვან როლს თამაშობს საქართველოს განვითარებისა და შიდა პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი განაპირობებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სრულად ძალაში შევიდა 2016 წლიდან. ამასთან საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერაზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, მათ შორის მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ამის გათვალისწინებით, 2016-2020 წლებში ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობას. გარდა ამისა, მხარს დავუჭერთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და შესაბამისი აღსრულების მექანიზმის დახვეწას, რათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს შეუქცევადი პროცესი და მიღებულმა ნორმატიულმა აქტებმა პრაქტიკაში იმუშაოს. მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ასოცირების ხელშეკრულების, ასოცირების დღისწესრიგისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს; მაღალი ხარისხის კვლევების წარმოებას და ამ კვლევებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რომლებიც შემუშავდება როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის. დისკრიმინაციის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით ხელს შევუწყობთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება სამართალწარმოების, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პრაქტიკის შექმნასა და გაუმჯობესებას. მივესალმებით მცდელობას, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პროკურორების, სახალხო დამცველის ოფისის, პოლიციელების შესაძლებლობების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას. |
|