მედია პროგრამის 2011-2012 წლების სტრატეგია
 

ობიექტური, აქტუალური და მრავალფეროვანი შინაარსის მქონე პროდუქციის შექმნა და გავრცელება

ყოველდღიურად იზრდება საზოგადოების მოთხოვნა მისთვის  საინტერესო საკითხების შესახებ ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაციის მიღებაზე. მომდევნო ორი წლის მანძილზე მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას გამოცდილების მქონე დამოუკიდებელ სტუდიებთან და რედაქციებთან და ამასთანავე ორიენტაციას აიღებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რათა ისინი ჩართოს დინამიურ ჟურნალისტიკასა და მოვლენების სიღრმისეულ გაშუქებაში. პროგრამა მხარს დაუჭერს

  • გამოძიებითი ჟურნალისტიკის განვითარებას ბეჭდვით მედიასა და რეგიონებში.
  • მრავალფეროვანი, საზოგადოებისათვის აქტუალური კონტენტის შექმნას
  • ახალი მედიის, როგორც ხარისხიანი კონტენტის გავრცელების ალტერნატიული საშუალების გამოყენებას
  • რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას

მედიის ფინანსური მდგრადობა და ინსტიტუციონალური განვითარება

დონორების მხრიდან დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა ფონდის მედიაპროგრამას საშუალებას აძლევს მეტი დაკვირვებით აირჩიოს დახმარების ობიექტი. პროგრამა თავის დაფინანსებას მიმართავს იმ მედიაორგანიზაციებზე, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა და დაეხმარება მათ ორწლიანი ან უფრო ხანგრძლივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. პროგრამა ასევე წაახალისებს  დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გაერთიანებას, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ კომერციულად წარმატებულ მედიაჰოლდინგებად.

მედიაპროგრამა მხარს დაუჭერს:

  • რეგიონული მედიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას ტექნიკური ბაზისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების გზით
  • მედიასაშუალებების მენეჯმენტისა და ბიზნეს-საქმიანობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას
  • მედიასაშუალებების მიერ სტარტეგიული განვითარების ხედვის ჩამოყალიბებას
  • მედიასაშუალებების ფინანსური მდგრადობის ზრდას

ჟურნალისტური განათლება

საბაკალავრო ჟურნალისტური განათლება მედიაპროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხდება.   მედიაპროგრამა  მხარს დაუჭერს:

  • პრაქტიკული ჟურნალისტიკის სწავლების გაუმჯობესებას
  • სტუდენტების მიერ ვიდეო, აუდიო და ბეჭდური პროდუქციის შექმნასა და ინტერნეტში განთავსებას
  • თანამედროვე ჟურნალისტიკის სახლემძღვანელოების თარგმნასა და გაქართულებას
  • მედიაწიგნიერების ამაღლებას

მედიის ადვოკატირება

მედიის ადვოკატირება არის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფერო, სადაც მედიაპროგრამა შეეცდება  საერთაშორისო დონორების და მედიის ადვოკატირების ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას. მედიაპროგრამა იმოქმედებს, როგორც დამაკავშირებელი რგოლი მედიის ადვოკატებს შორის, რათა 

  • დასახოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები მედია მფლობელობის გამჭვირვალობის მისაღწევად, მედიაკანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად
  • აწარმოოს მედიაგარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართული საზოგადოებრივი კამპანიები
  • ხელი შეუწყოს სამოქალაქო ჯგუფების მეტ ჩართულობას მედიის პრობლემატიკის განხილვასა და საჯარო დებატებში

 


 

 

სხვა ახალი ამბები

სხვა კონკურსები

სხვა პუბლიკაციები