მედია
ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს’’ მედიამიმართულების მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი და პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი მედიის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებისთვის. ფონდი ითანამშრომლებს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ ჯგუფებთან თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც ქმნიან ანალიტიკურ და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, და ყოველდღიურ ახალ ამბებს ონლაინ. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ფონდი გააგრძელებს პარტნიორი მედიაორგანიზაციების მხარდაჭერას და დაეხმარება მათ ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს აუდიტორიის გაფართოებას, მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და შემოსავლების გაზრდას. 2017-20 წლებში დავეხმარებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უმცირესობების ენაზე მაუწყებელ მედიაორგანიზაციებს ხარისხიანი ჟურნალისტიკის შექმნასა და ინსტიტუციონალურ განვითარებაში, რათა ეს მედიასაშუალებები გადაიქცეს ინფორმაციის სანდო წყაროდ როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ფონდი ასევე უზრუნველყოფს თავის გრძელვადიან პარტნიორებსა და დამწყებ მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას. „მედიის ადვოკატირების კოალიციაში“ გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად ფონდი გააგრძელებს მუშაობას მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე საქართველოში. |
|