შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კვლევა
 

პროექტის სათაური: "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კვლევა"
წელი:
2011
ბიუჯეტი აშშ დოლარებში:
4 460 დაფინანსების წყარო: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა
პროექტის კოორდინატორი:
ნიკა ჯეირანაშვილი

პროექტის მოკლე შინაარსი:

პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის მიერ.   

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კვლევის ჩატარება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მოძიება და ერთგვარი მონაცემთა ბაზის შექმნა; მათი საქმიანობის/სერვისების, პრიორიტეტების, შესაძლებლობების მიმოხილვა, ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, სამომავლო მიმართულებების აღწერა, საჭიროებათა, რესურსების,  და არსებული პარტნიორული ურთიერთობებისა და შესაძლებლობების ანალიზი.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით ფონდი გამოაცხადებს კონკურსს, რომლის მიზანიც იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა.

ზოგადი საკვლევი ჯგუფი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც დაიყოფა ორ ქვეჯგუფად: 1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანებები; 2. ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების ადვოკატირებაზე არიან ორიენტირებული. კვლევა დაფარავს ორივე ტიპის ორგანიზაციებს და ასევე, სერვისის განმახორციელებელ ორგანიზაციებს/ჯგუფებს. კვლევის არეალი იქნება თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და თელავი.


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    • მიმღები პირი:  დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“
    • გაცემული თანხა:  24,600.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია ნარკოპოლიტიკის რეფორმის და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მხარდაჭერა და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებებს შორის როგორც საკონონმდებლო, ასევე აღმასრულებელი მთავრობის დონეზე.  

  • მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    • მიმღები პირი:  ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • გაცემული თანხა:  29,980.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ყველა გრანტი