კვლევა ”დაცვის უფლების ეფექტურობა ხუთი ქვეყნის მაგალითზე: ბულგარეთი, ლიტვა, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა”
 

პროექტის სათაური: კვლევა ”დაცვის უფლების ეფექტურობა ხუთი ქვეყნის მაგალითზე: ბულგარეთი, ლიტვა, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა”
წელი: 2011-2012
ბიუჯეტი აშშ დოლარებში
: 19 500
დაფინანსების წყარო:
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა (სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის მიმართულება), ქსელური ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა, ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივა
პროექტის კოორდინატორი: თამარ ქალდანი

პროექტის მოკლე შინაარსი:

პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის მიერ ქსელურ პროგრამებთან თანამშრომლობით.  

იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელი წარმოადგენს საერთაშორისო ქსელს, რომელშიც გაერთიანებულია ის საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო პირები, რომლებიც მუშაობენ იურიდიული დახმარების უფლებების მიმართულებით. ეს ქსელი შეიქმნა ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის გამოცდილებაზე დაყრდნობით და არის საზოგადოებრივი ადვოკატების არაფორმალური ქსელი, რომელიც აერთიანებს იურიდიული დახმარების რეფორმატორებს ბულგარეთიდან, საქართველოდან, ლიტვიდან, მოლდოვიდან, მონღოლეთიდან და უკრაინიდან. ქსელი ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობას ახლად შექმნილი იურიდიული დახმარების სისტემებს შორის  (www.legalaidreform.org).

პროექტი მიზნად ისახავს  იმის შესწავლას და შედარებას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ეფექტური იურიდიული დამხარება სისხლისსამართლებრივ საქმეებზე ბულგარეთში, ლიტვაში, მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში; და აპრობირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მოცემული კვლევითი პროექტის ფარგლებში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოცულობითი ანგარიშის "უფლებები ეფექტურ სისიხლისსამართლებრივ დაცვაზე ქსელის წევრ ქვეყნებში" მომზადებას.    

პროექტის ამოცანებია:

ა) პროექტის მონაწილე ქვეყნებში სისხლის სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და პროცესების ვრცელი მიმოხილვა;
ბ)  აკადემიური კვლევის მეთოდების გამოყენება  მონაწილე ქვეყნებში;
გ) 9 ქვეყნის (ევროკავშირის 8 ქვეყანა და თურქეთი) გამოცდილების გაზიარება წარმატებული და წარუმატებელი პრაქტიკის დადგენის მიზნით;
დ) კვლევის შედეგების გამოყენება ადვოკატირებისთვის როგორც ქსელის ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    • მიმღები პირი:  დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“
    • გაცემული თანხა:  24,600.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია ნარკოპოლიტიკის რეფორმის და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მხარდაჭერა და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებებს შორის როგორც საკონონმდებლო, ასევე აღმასრულებელი მთავრობის დონეზე.  

  • მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    • მიმღები პირი:  ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • გაცემული თანხა:  29,980.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ყველა გრანტი