კონკურსი: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის გააქტიურება
შესავალი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ორი ძირითადი ჩარჩოს ფარგლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარეობს. ამათგან პირველი, საქართველოსთან მიმართებაში 2006 წელს ამოქმედდა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაახლოებისთვის ინტენსიურ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ისახავს მიზნად. უკვე წელიწადზე მეტია, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის 2009 წლის პრაღის სამიტის დეკლარაციაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის თანამშრომლობის მიზანი მხარეებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების დაჩქარებაა. აქიდან გამომდინარე, ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ამ ამოცანაზე არიან მიმართულნი. აღმოსავლეთის პარტნიორობა ორგანზომილებიანი თანამშრომლობის ფორმატში წარიმართება: ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. პირველში იგულისხმება ევროკავშირის თანამშრომლობა თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან ინდივიდუალურ რეჟიმში. მეორეში კი რეგიონულ მასშტაბში ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთქმედება. თანამშრომლობის ორივე განზომილება ოთხი თემატური პლატფორმის მიმართულებით ვითარდება: 1.დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა[1]; თანამშრომლობის თემატური პლატფორმების მიხედვით წარმართვა მხარეებს საშუალებას მისცემს ევროკავშირის შესაბამის სექტორულ პოლიტიკასთან თანმხვედრი, კონკრეტულ მიზანზე მიმართული რეფორმები აწარმოონ. თავად ევროკავშირს, და ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, როგორიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან, საშუალებას მისცემს პარტნიორ ქვეყნებთან, კონკრეტული საკითხების საფუძველზე განსაზღვრული მოლაპარაკებებისა და სადისკუსიო ჩარჩო იქონიოს. აღმოსავლეთის პარტნიორობაში იმთავითვე დიდი ყურადღება დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას, რაც მასში მონაწილე მხარეების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელების მიერ შექმნილ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში გამოიხატა. საქართველოში აღმოსავლეთის პარტნიორობის ეს განზომილება ახლახან ვითარდება და ყალიბდება. 2010 წლის 13 ნოემბერს პირველად შეიკრიბა საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა. ეს უკანასკნელი, მრავალ ორგანიზაციათა ერთობაა და ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის მეტ-ნაკლებად ინსტუციონალიზებულ გარემოს წარმოადგენს. ეროვნული პლატფორმის მუშაობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში არსებული თემატური პლატფორმების მიხედვით განისაზღვრება. ამის საფუძველზე წევრი ორგანიზაციები ოთხ სამუშაო ჯგუფად იყოფიან და ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესაბამის სექტორებში ჩართულობას ისახავენ მიზნად (პროცესის მონიტორინგი, მათთვის რეკომენდაციების და ექსპერტიზის მიწოდება). ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" მიესალმება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქართულ სამოქალაქო სექტორში განვრცობას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. მათი ცოდნა, გამოცდილება და ექსპერტიზა უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიტიკის პრიორიტეტების გამოკვეთისთვის. ამასთან, მათ ძალუძთ წვლილი შეიტანონ როგორც ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივი დღის წესრიგის განსაზღვრაში, ისე ეროვნული მთავრობის და ევროკავშირის ურთიერთქმედების მონიტორინგში. იმისათვის, რომ განმცხადებლებმა უკეთ აღიქვან აღმოსავლეთის პარტნიორობის არსი და პრიორიტეტები, გთავაზობთ გაეცნოთ პრაღაში აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ გამართულ სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციას და ევროკომისიის კომუნიკეს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსადმი. პრობლემის განსაზღვრა: წელიწადზე მეტია, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში მიმდინარეობს. ურთიერთობების აღნიშნულ ჩარჩოს საფუძვლად უდევს მხარეებს შორის თანხმობა შემდეგ ღირებულებებზე: 1. დემოკრატია და კანონის უზენაესობა; "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ამ ფუძემდებლურ ღირებულებებზე დაყრდნობით განისაზღვრა მის ფარგლებში მოქმედი ოთხი თემატური პლატფორმის მუშაობა: 1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა; "აღმოსავლეთის პარტნიორობაში" იმთავითვე დიდი ყურადღება დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნაში გამოიხატა. საქართველოში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ეს განზომილება ახლახან ვითარდება და ყალიბდება, იქმნება საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა. ეს უკანასკნელი, მრავალ ორგანიზაციათა ერთობაა და ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის მეტ-ნაკლებად ინსტუციონალიზებულ გარემოს წარმოადგენს. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ გაერთიანებას ორგანიზაციული სახე არ აქვს, მნიშვნელოვანი იქნება მის ფარგლებში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" თემატური პლატფორმების მიხედვით ცოდნის დაგროვება, მეტ-ნაკლებად გაზიარებული ხედვების გამომუშავება და მისი შესაძლებლობების გაძლიერება მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითად საკითხებზე პოლიტიკის შემუშავებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. მიზანი: კონკურსის ამოცანები:
საპროექტო განაცხადები უნდა მოიცავდნენ და მოიაზრებდნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმების საკითხებიდან ერთს ან რამდენიმეს: 1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა: 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა: c. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. 3. ენერგოუსაფრთხოება; და 4. კონტაქტები ადამიანებს შორის:
კონკურსის პირობები: კონკურსი ასევე ღიაა განაცხადში მითითებული თემების მიხედვით საქმიანობის სათანადო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ეროვნული პლატფორმის წევრებს, მაგრამ მის განვითარებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ. საკონკურსო განაცხადები შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც ინდივიდუალური ორგანიზაციების, ისე კოალიციების მიერ. პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ინდივიდუალური ორგანიზაციის მხრიდან ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 აშშ დოლარს, ხოლო კოალიციის მხრიდან - 30 000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პროექტს თან უნდა ერთვოდეს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით; გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 25 ნოემბერს და 2 დეკემბერს, 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს 25 05 92; 25 04 63 საკონტაქტო პირი: მალხაზ სალდაძე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. ელ.ფოსტა: malkhaz@osgf.ge
[1] წელს. სულ ახლახან, ამ პლატფორმის სახელი შეიცვალა: "დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა, სტაბილურობა და საზღვრის მართვა". |
|