ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის სტრატეგია 2011-2012
 

ადამიანის უფლებები:

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესემლად და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და გავლენის გასაძლიერებლად, პროგრამა მხარს დაუჭერს:

  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების (მაგ: იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული სესაძლებლობის პირების) ინტერესების  დაცვას;
  • მაღალი ხარისხის ონლაინ რესურსის შექმნას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე,  როგორიცაა პოლიტიკური ნიშნით დევნა ანდა  უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა;  
  • არასამთავრობო ორგანიზაციების დოკუმენტირებისა და მონაცემთა მოპოვება/დამუშავების უნარების განვითარებას; ადვოკატირებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების, ანალიტიკური მეთოდებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებას;

სისხლის სამართალი:

საქართველოში ნაკლებად ხდება სისხლის სამართლის ინსტიტუტებისა და პრაქტიკის შეფასება. ამ სფეროს ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სისხლის სამართლის  საპროცესო კოდექსის შემოღების შემდეგ; აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • სისხლის სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგისა და კვლევების განხორციელება და, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი;
  • სახალხო დამცველისა და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით  ციხეებისა და დროებითი დაკავების ადგილების მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის და ადვოკატირების საფუძველზე, წინასწარი პატიმრობის გამოყენების  პრაქტიკისა და პოლიტიკის შეცვლა.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება:

საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ადვოკატირებისთვის დაგეგმილია:

  • სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების, სექტორული დაფინანსების და საერთაშორისო ფინანსური დახმარების მონიტორინგი;
  • საჯარო ინტერესის სფეროებში ბიუჯეტის განაწილების ეფექტიანობის ანალიზი და კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე (მაგ: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო) დამატებითი სახსრების მობილიზების ადვოკატირება;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების  ადვოკატირება;
  • საკუთრების უფლების დაცვასა და თავისუფალი ბიზნეს გარემოსთან  მიმართებით მთავრობის პოლიტიკის  შეფასება;
  • სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ საწარმოებთან (რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია)  მიმართებაში ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებების კვლევა. ამასთანავე, შესაბამის სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დადგენა და მისი გაზიარების  ადვოკატირება.

სამართლიანი არჩევნები:

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა გამოიყენებს წინა წლებში მიღებულ გამოცდილებას, რათა მხარი დაუჭიროს სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.  2011 წლიდან პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაგეგმილია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.

პროგრამა მხარს დაუჭერს შემდეგ ინიციატივებს:

  • არჩევნების პროცედურებსა და ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს;
  • რეგიონებში ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, რათა მათ შეძლონ არჩევნების დროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება;
  • საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა;
  • წამყვანი დამკვირვებელი ორგანიზაციების არჩევნების მონიტორინგის ხარისხის გაზრდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა და მონაწილეობა:

პროგრამა გააგრძელებს თანმიმდევრულ მიდგომას რათა განავითაროს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის გაუმჯობესებას.

პროგრამა მხარს დაუჭერს:

  • ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირების და ეთნიკური უმცირესობების ადგილობრივ მმართველობაში მონაწილეობას;
  • თვითმმართველობის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას;
  • მუნიციპალიტეტის მუშაობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდას;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული პრინციპების სრულად დანერგვას, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე და, შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას;
  • ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას;
  • ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სოციალური კულტურის და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვას;
  • მუნიციპალური მომსახურების (გზების მშენებლობა, საწვიმარი არხები, ტრანსპორტი, ნაგავი) მინიმალური სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას.       

 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    • მიმღები პირი:  დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“
    • გაცემული თანხა:  24,600.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია ნარკოპოლიტიკის რეფორმის და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მხარდაჭერა და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებებს შორის როგორც საკონონმდებლო, ასევე აღმასრულებელი მთავრობის დონეზე.  

  • მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    • მიმღები პირი:  ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • გაცემული თანხა:  29,980.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ყველა გრანტი