ადამიანის უფლებები
 

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემა უმნიშვნელოვანესია მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის ყველა დონეზე. მოქმედი სტრატეგია ითვალისწინებს იმ კანონპროექტებისა და რეფორმის კონცეფციების მიღებას, რომლებიც ინიცირებულია ფონდის მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ჩადენილი უკანონო ქმედებების საპასუხოდ, მათ შორის ციხეებში წამება და ძალადობრივი საპოლიციო და საპროკურორო ქმედებები. ამდენად,  2017-2020 წლებში ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამა გააგრძელებს საქმიანობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში.

ჩვენ მხარს დავუჭერთ პროექტებს და ინიციატივებს, რომლებიც დაეფუძნება სიღრმისეულ ექსპერტიზას, ადვოკატირების ეფექტური მექანიზმების გამოყენებასა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით. კერძოდ, აქ მოიაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირება; სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური რეფორმა; ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან და სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა.

ვიმუშავებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერაზე  საქართველოში, დავეხმარებით საქართველოში მოქმედ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომ ჩაერთონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სამართალწარმოებაში. მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა რჩება ფონდის პრიორიტეტად მომდევნო სამი წლის მანძილზე. გავაგრძელებთ მუშაობას არაადამიანური პრაქტიკის პრევენციისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების ადგილებში;  მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელი მექანიზმის შექმას წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიზნით. 


 

 

სხვა პუბლიკაციები

სხვა ახალი ამბები

ყველა განცხადება

პრესა ჩვენ შესახებ

  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

    • მიმღები პირი:  დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“
    • გაცემული თანხა:  24,600.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია ნარკოპოლიტიკის რეფორმის და ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მხარდაჭერა და ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებებს შორის როგორც საკონონმდებლო, ასევე აღმასრულებელი მთავრობის დონეზე.  

  • მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა

    • მიმღები პირი:  ადამიანის უფლებათა ცენტრი
    • გაცემული თანხა:  29,980.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    პროექტის მიზანია მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ყველა გრანტი