ანა ტოკლიკიშვილი
 

ანა ტოკლიკიშვილი ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოში" 2009 წლიდან მუშაობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, მედიასთან ურთიერთობა, საკომუნიკაციო არხებში ინფორმაციის გავრცელების კოორდინაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი მისი უმთავრესი ამოცანებია.

პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ანა  ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებებს, როგორც წამყვან ბიზნეს ორგანიზაციებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. იგი ასევე მუშაობდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა, საქართველოს გაეროს ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი ”კურაციო”.

ანა ფლობს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხს. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის სკოლა.