ხატია ჯინჯიხაძე
 

ხატია ჯინჯიხაძემ ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" მუშაობა დაიწყო 2009 წლის აპრილში  მედიის მხარდაჭრის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე.

1991-92 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტის თანამდებობაზე. პოლიტიკური მდგომარეობის გამო, იგი ფინეთში გაემგზავდა, სადაც 6 წლის მანძილზე ადგილობრივი კერძო კომპანიების საერთაშორისო პროექტებს ხელმძღვანელობდა.

ხატია განათლებით აღმოსავლეთმცოდნეა. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი. 1989-91 წლებში თბილისში, ხოლო 1998-99 წლებში მუშაობდა ჰელსინკის უნივერსიტეტებში კავკასიათმცოდნეობის განხრით.

9 წლის მანძილზე, 2000-2009 წლებში მუშაობდა საინფორმაციო ასისტენტად საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში აშშ საელჩოში საქართველოში.  წლების მანძილზე მედიასთან მჭიდრო ურთიერთობამ განაპირობა მისი ღრმა ცოდნა ქართული მედია სივრცისა.

ხატია ჯინჯიხაძე აშშ სახელმწიფო დეპატრამენტის ჯილდოების მფლობელია.