ანი ახალკაცი
ანი ახალკაცმა ფონდში მუშაობა 2009 წლის ივნისში დაიწყო და 2010 წლის ჩათვლით მეთვალყურეობას უწევდა სამოქალაქო განათლებისა და კვლევების მხარდაჭერის მიმართულებებს. 2011 წლიდან ანი კოორდინაციას უწევს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებას. იგი ხელმძღვანელობს როგორც ფონდის დაფინანსებულ პროექტებს, ასევე პროგრამის შიდა პროექტებს. ანი აქტიურად მონაწილეობს პროგრამის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. ანი ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე. იგი ასევე მუშაობდა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციაში და იყო საქართველოს წარმომადგენელი ინგლისში Cornwall Healthcare Trust NHS-ში. ანი ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. დამთავრებული აქვს ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
|
|