ირინა ლაშხი
ირინა ლაშხი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოში" 2006 წლის აპრილიდან მუშაობს. 2001-2005 წლებში იგი სწავლობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში (გერმანია) და ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტოლოგიასა და გერმანისტიკაში. ფონდში მუშაობამდე ირინა ფრაიბურგის არნოლდ ბერგშტრესერის ინსტიტუტში მუშაობდა მკვლევარ-თანაშემწედ. ფონდში მისი ძირითადი სამუშაო ანტიკორუფციული მონიტორინგის პროექტების კურირებაა. ირინა, ფონდის მენეჯმენტთან ერთად, მუშაობს პროგრამის სტრატეგიის შემუშავებაზე, გეგმავს საგრანტო კონკურსებს და ასევე თავად მონაწილეობს ანტიკორუფციულ პროექტებში.
|
|