ბოლქვაძე თინიკო
 

თინიკო ბოლქვაძე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" 2005 წლიდან მუშაობს. მისი ძირითადი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის თვითმმართველობის მიმართულების საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება და წარმართვა. იგი აქტიურად მონაწილეობს არჩევნებისა და ხელისუფლების სახელმწიფო მოწყობის  სფეროში მიმდინარე საქმიანობებში.   

მას გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. პარლამენტის კვლევით სამსახურში  აწარმოებდა კვლევებს იმ თემების ირგვლივ, რომელზეც დღეს ფონდში მუშაობს (ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს/განშტოებებს შორის ძალაუფლებისა და კომპეტენციების განაწილების საკითხები, საარჩევნო სისტემები, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტარიზმთან დაკავშირებული თემები).

თინიკო პროფესიით რუსული ენის ფილოლოგია. დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი.