თამარ ქალდანი
თამარ ქალდანმა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოში" მუშაობა 2005 წელს დაიწყო. ამჟამად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამას, განსაზღვრავს პროგრამის სტრატეგიას, გეგმავს საგრანტო კონკურსებს და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს. მან დიდი წვლილი შეიტანა უფასო იურიდიული დახმარების სისტემის შექმნაში საქართველოში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიშიც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა. წლების მანძილზე ეწეოდა კერძო პრაქტიკას კორძაძის საადვოკატრო ბიუროში. 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კანონის უზენაესობის პროგრამაში. თამარმა დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. ფლობს ასევე კანადის მენეჯმენტის ინსტიტუტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.
|
|