ვახტანგ ნაცვლიშვილი
ვახტანგ ნაცვლიშვილი ვახტანგ ნაცვლიშვილი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს 2013 წლის თებერვალში შემოუერთდა. იგი თვითმმართველობის რეფორმის, გამჭვირვალობისა და თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პროექტებზე მუშაობს. ვაკო არის საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ასევე წარმოადგენს ფონდს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმში. იგი არის სხვადასხვა ანალიტიკური დოკუმენტისა და კანონპროექტის ავტორი და თანაავტორი; ხელმძღვანელობდა ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მომზადების პროცესს. ვაკო ფლობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებთა სკოლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს საჯარო და კონსტიტუციურ სამართალში; ასევე წარჩინებით დაამთავრა ჩიგაკო-კენტის სამართლის სკოლა და მიიღო ამერიკული და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ვაკო თავადაც ასწავლის საჯარო სამართალს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
|
|