მერაბ მამარდაშვილის ”ცნობიერების ტოპოლოგიის” პრეზენტაცია
 

3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის წიგნის "ცნობიერების ტოპოლოგიის" პრეზენტაცია.

წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარსელ პრუსტის ეპოპეაზე წაკითხული სალექციო კურსის (1984/85 წწ.) ლექციების თარგმანს. მეორე ნაწილია მასალები „მამარდაშვილის ფრანგული არქივიდან". აქ მკითხველი გაეცნობა 1989/90 წლებში ფილოსოფოსის მიერ პარიზსა და ბარსელონაში წაკითხულ ლექციებს, მოხსენებებს და სხვადასხვა ფრანგულენოვანი გაზეთებისა და ჟურნალებისადმი მიცემულ ინტერვიუებს. ეს მასალები ფრანგულიდან ითარგმნა და ქართულ ენაზე პირველად დაიბეჭდა. მესამე ნაწილია ფილოსოფოსის სტატიები ცნობიერებისა და კულტურის პრობლემების შესახებ.

კრებული გამოსცა ”სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტმა”  ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. კრებულის გამოცემა ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

"ეს კრებული არის მერაბ მამარდაშვილის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური მემკვიდრეობა, რაც ქართულ ენაზე არსებობს.  ვფიქრობ, ეს წიგნი დაეხმარება მკითხველს, გაიაზროს თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემები მისი სწავლების საფუძველზე და მისი ფილოსოფიის კონტექსტში."- ამბობს ნათელა სახოკია, წიგნის თანარედაქტორი, სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

წიგნს წინასიტყვაობის სახით ერთვის მერაბ მამარდაშვილის მეგობრის, კოლეგისა და თანაავტორის, ფილოსოფოს ალექსანდრ პიატიგორსკის (1929-2009) ნაშრომი მერაბ მამარდაშვილისა და მისი ფილოსოფიის შესახებ.

მოხსენებები, სტატიები, მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაზე ჩატარებული სემინარები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე: http://mamardashviliseminars.ge/

წიგნის პრეზენტაციას ოთხასამდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ სტუდენტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, მეცნიერები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები.

წიგნის რედაქტორები არიან: ზაზა შათირიშვილი, ნათელა სახოკია.

მთარგმნელები: დოდო ლაბუჩაძე-ხოფერია, გაგა ლომიძე, ანა ჯეგნარაძე.

 

თემასთან დაკავშირებული სტატიები:

მერაბ მამარდაშვილი ახალი თაობისათვის, 24 საათი, გვ. 1, გვ. 2  ან სტატიის ონლაინ ვერსია- ავტორი: სოფო კილასონია, 4 ნოემბერი.
ცნობიერების ტოპოლოგია, ინტერნეტგამოცემა ”ნეტგაზეთი”- ავტორი: ანი ბერუკაშვილი, 3 ნოემბერი.

ნახეთ სხვა მედია.

 

ნახეთ ღონისძიების ფოტოები.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  
 

სხვა ახალი ამბები