თიკო თუშიშვილი
 

თიკო თუშიშვილი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" 2005 წლიდან მუშაობს.
პერსონალის მართვის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება, ფონდის პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია, ორგანიზაციულ განვითარებაზე ზრუნვა თიკო თუშიშვილის უმთავრესი ამოცანებია. ხელმძღვანელობასთან ერთად, თიკო გეგმავს და მონაწილეობს ადამიანური/საკადრო რესურსით ფონდის უზრუნველყოფაზე.

თიკო პროფესიით გეოლოგია. დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფ-გეოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. წლების მანძილზე მუშაობდა გეოლოგიის დარგში.

90-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობა გააგრძელა არასამთავრობო სექტორში ხოლო მისი პროფესიული კარიერა მედიის მიმართულებით შეიცვალა. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია - „სტუდია რეში", ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელე, რადიო და საკაბელო მაუწყებელთა ასოციაციას, მართავდა საერთაშორისო (ამიერკავკასიის მასშტაბით) პროექტებს მედიის და კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით, ფონდში მუშაობის დაწყებამდე კი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.