ნინო კიკნაძე
ნინო კიკნაძე "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" მიმართულებას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი ამოცანაა იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც მიმართულია კანონის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებისათვის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დასაცავად და "ჯანმრთელობის დაცვის სამართალში" საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლად. ნინო პროფესიით იურისტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს სამართალსა და სახელმწიფო მართვაში. 2004 წელს დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. იმავე წელს გაიარა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის კურსი. ამჟამად კითხულობს ლექციებს შრომის სამართალში, ჯანმრთელობის დაცვის სამართალში და საკონტრაქტო სამართალში საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. 10 წლის მანძილზე მუშაობდა იურისტად და სამართლის ექსპერტად.
|
|