მარინა ღოღობერიძე
 

მარინა ღოღობერიძემ ფონდში მუშაობა 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. მისი უმთავრესი ამოცანა მედიის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისა და შიდა პროექტების კურირებაა.   პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, იგი გეგმავს პროგრამის მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს მათ, ამზადებს პროგრამის მიმართულების საქმიანობის ანგარიშს.

მარინას მედიასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 17 წელი მუშაობდა აშშ საელჩოში პოლიტიკის დეპარტამენტში. მისი ამოცანა სხვადასხვა ანალიტიკური და ფაქტობრივი მასალების მომზადება, მედიის მიმოხილვა და ქვეყანაში, თუ მის ფარგლებს გარეთ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ანალიზი იყო.