ირაკლი ცერცვაძე
ირაკლი ცერცვაძე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" 1998 წლიდან მუშაობს. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ფონდში მისი სამუშაო მედიის მხარდაჭერის პრიორიტეტული მიმართულებების კურირებაა. იგი კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს როგორც ფონდის დაფინანსებულ პროექტებს, ასევე შიდა პროექტებს. ძირითადად პასუხისმგებელია პროგრამის ფინანსურ კომპონენტზე და ანგარიშების მომზადებაზე. ირაკლის დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.
|
|