უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი და ვითარება სასამართლოში
 

26 დეკემბერს, ღია საზოგადოების ფონდის და EMC ორგანიზებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დახურული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, ყოფილ მოსამართლეებსა და უფლებადამცველებს შორის.

შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლოში შექმნილი ვითარება განიხილეს და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში არსებული ხარვეზებზე იმსჯელეს. მათი შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. შეინიშნება „კლანის გაძლიერების“ და კორუფციის საფრთხე. ამ გარემოებას ხელს უწყობს ფართო დისკრეცია და სასამართლოს ხელთ არსებული სრული ძალაუფლება, რასაც მას ახალი კონსტიტუცია ანიჭებს. შეხვედრის ერთერთი მონაწილის შეფასებით „ეს პროცესი ხალხისთვის ძალაუფლების მოპარვის მცდელობაა“.

შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტი აღნიშნული საკითხის განხილვას საგაზაფხულო სესიამდე გადადებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის საბჭომ სამი წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეებთან 27 დეკემბერს გასაუბრება დანიშნა. გასაუბრების კანდიდატებს შორის არის ლევან მურუსიძეც,

შეხვედრის მონაწილეები  საერთო ხედვაზე შეთანხმდნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათი თქმით, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გასცდება პროფესიულ წრეს და ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდება.

მოვლენათა ქრონოლოგია

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღიდან, 17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ამავე წესით 10 წლის ვადით აირჩევა.

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
 

სხვა ახალი ამბები