'მოდური' კიბო- საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმის ჩვენება და დისკუსია
ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით აი ფაქტი 9 თვის მანძილზე იკვლევდა ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკის, მკურნალობის მეთოდებს და ჯანდაცვის სამინისტროს როლს ამ პროცესში. 11 მაისს, 5 საათზე, ფონდის ოფისში (ჭოველიძის 10-ში) გიწვევთ საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის "მოდური" კიბო" ჩვენებაზე. ფილმი გვიჩვენებს, როგორ გადმოინაცვლა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანმა სიმსივნემ რიცხოვნობით მეორე ადგილზე; როგორ იკვლევს სახელმწიფო ციფრების ზრდის მიზეზებს და რა მეთოდებით მკურნალობენ ექიმები პაციენტებს საქართველოში.
|
|