შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების კვლევა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს კვლევითი ორგანიზაციებისათვის. კონკურსის მიზანია „ შეზღუდული შესაძლებლობის (მენტალური და ფიზიკური) მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების კვლევა ,რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვლევით ორგანიზაციებს. კვლევის ამოცანა ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის და განვითარების მდგომარეობის სურათის ასახვა და სხვადასხვა (მათ შორის რეგიონების) ჭრილში გაანალიზებაა. კვლევის შედეგად უნდა მომზადდეს დოკუმენტი, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განვითარების დონე იქნება აღწერილი. ორგანიზაციული შესაძლებლობების კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:
ფონდი დააფინანსებს ერთ საუკეთესო პროექტს; საბოლოო კვლევა მომზადებული უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. კონკურსის პირობები: პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ ექვს თვეზე. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. პროექტში წარმოდგენილი ბიუჯეტი უნდა ასახავდეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების მხოლოდ პირდაპირ ხარჯებს. კონკურსის ფარგლებში არ დაიფარება ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯები(ოფისი, კომუნალური გადასახადები და სხვა) და/ან ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები. ორგანიზაციების შერჩევისას ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების გამოცდილებას, განმახორციელებელი გუნდის კვალიფიკაციასა და განმცხადებლის ორგანიზაციულ შესაძლებლობებს.
საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აპრილი, 16:00 საათი. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6 000 აშშ დოლარს. კონსულტაციები: კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 26 მარტს და 16 აპრილს, 12:30 საათზე ფონდის ოფისში. საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე - nkiknadze@osgf.ge, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის წარმომადგენელი. |
|