რეგიონული განვითარება ევროკავშირთან ასოცირების ჭრილში

წყარო: Knews.ge 

რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა  ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი რეგიონულ განვითარებას, საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას განსაზღვრავს.

ასოცირების ხელშეკრულება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ საკითხებს როგორიცაა, რეგიონული განვითარება, მრავალდონიანი მმართველობა და მოქალაქეთა თანამონაწილეობა მმართველობაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის მოთხოვნათა გაზიარება და რა საფეხურზე იმყოფება საქართველო რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ამ და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების სხვა საკითხებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, ან მოუსმინოთ „კახეთის ხმის" სპეციალურ რუბრიკას, რომელიც ვებ გვერდზე  knews.ge რეგულარულად განახლდება. 

ნახეთ სპეციალური ინტერვიუ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საკვანძო საკითხებზე ექსპერტ ივანე ჩხიკვაძესთან, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერთან.

ნებისმიერი შეკითხვისა და წინადადებისთვის გამოიყენეთ სტატიის ქვეშ განთავსებული გამოხმაურების ველი, ან და   ეწვიეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს „გზა ევროპისკენ". 

მედია მასალები მომზდებულია პროექტის  „რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მედია ცენტრი კახეთი" GIZ -ის მხარდაჭერით, რომლის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - ‘რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე' თემების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში. 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30