ფონდი „ღია საზოგადოება საქათველო“-ს ადამიანის უფლებების პროგრამა, აცხადებს კონკურსს 2 ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე
 

სტაჟირება დაიწყება 2017 წლის მარტის/აპრილის თვეში და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.

ადამიანის უფლებების პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნას. პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების პროექტებს/ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს, სისხლის სამართლის სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას, წამების პრევენციასა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

სტაჟიორი იმუშავებს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერისა და კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ. სტაჟიორი აკადემიური და კვლევითი საქმიანობის განხორციელებით, დახმარებას გაუწევს ადამიანის უფლებების პროგრამას სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები ასევე ითვალისწინებს:  სამართლებრივი ტექსტების თარგმნას, ანგარიშების წერის პროცესში მონაწილეობას, სამართლებრივი კვლევების მომზადებას, შეხვედრების ორგანიზებას და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციას.  

პოზიციაზე განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ სამართლის ფაკულტეტის (ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსი და მაგისტრატურა) სტუდენტებს. წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ძლიერი ორგანიზაციული და პიროვნული თვისებები;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა;
  • სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართლის (ან საერთაშორისო სისხლის სამართლის) ცოდნა;
  • სამართლებრივი კვლევისა და წერის უნარ-ჩვევები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: მაქსიმუმ 1 გვერდიანი CV და სამოტივაციო წერილი (500 სიტყვა) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@osgf.geგთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ „სტაჟირება-OSGF/HR"

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 14 თებერვალი

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, კვალიფიკაციის მოთხოვნების შესაბამისად.  ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს