Edit კონკურსი სტუდენტებისთვის - ტუტორების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად
 

პროექტის ფარგლებში: „ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში"  10-12 თებერვალს, მცხეთაში, სასტუმრო „მცხეთა პალასში" ტარდება ტრენინგები „ტუტორების სკოლის" მონაწილეთათვის. „ტუტორების სკოლას" ახორციელებს ფონდი ALPE.

ტუტორთა მომზადების 3-დღიანი სკოლა-ტრენინგი ტარდება ფონდის პროექტის „ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში" ფარგლებში. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების საუნივერსიტეტო და ქართულენოვან გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა და უმცირესობათა შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ტუტორიუმი არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში მაღალკურსელი სტუდენტები, ტუტორები, ერთი სემესტრის მანძილზე ეხმარებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს, აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და სხვადასხვა პრაქტიკული დავალების მომზადებაში. ტუტორობა ეს არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2017 წლის 5 თებერვალიდეტალები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში და ქვემოთ ბმულში.

https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/treningebi-tutorebis-skolis-monawiletatvis.page