რეგიონებში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებაბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში ბავშვთა საგანმანათლებლო უფლებების დაცვის ხელშეწყობა. ტენდერის მიზანი: შიდა და ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სოციალური მეწარმეობის განვითარება მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ტენდერში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი საქმიანობების წარმატებით განხორციელება:
მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო ფირმებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაა და რომლებსაც სრულყოფილად ექნებათ წარმოდგენილი ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. მომსახურების გაწევის პერიოდი: 2016 წლის დეკემბერი - 2017 წლის ივლისი. ბიუჯეტი: არ უნდა აღემატებოდეს 32,950 ლარს პროექტი განთავისუფლებულია დღგ-საგან. ამიტომ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა ფასები უნდა მოგვაწოდონ დღგ-ს გარეშე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: - განაცხადი/სამოტივაციო წერილი (თავფურცელი, მოკლე აღწერა, ინტერესის გამოხატვა/ წინადადება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი სრულად, ხელმოწერა, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ბეჭედი, თარიღი); - რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; - ცნობა, რომ კომპანიას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ; - ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია; - ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია და საკონტაქტო პირი; - კონსულტანტებისა და ტრენერთა ჯგუფის წევრების მოკლე ბიოგრაფიები; - განმცხადებლის გამოცდილება; - ბიუჯეტი; - სფეროს ორი ექსპერტის/რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა) განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" ოფისში, დახურულ კონვერტში, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა, # 10, 2016 წლის 12 დეკემბერს, 17:00-მდე. დახურულ კონვერტს უნდა ეწეროს:
საკონტაქტო პირი: ნინო ფარიზოვა 577 05 20 67, ninof@osgf.ge ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
|
|