არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" აცხადებენ საგრანტო კონკურსს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისათვის „არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება." კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის"ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია: საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებებისა დაცვისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაძლიერება. პროექტს აქვს სამი ძირითადი ამოცანა:
მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს. კონკურსის საშუალებით მონაწილე ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ გრანტები პროექტების განსახორციელებლად შემდეგ თემებზე:
კონკურსის პირობები: პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ რვა თვეზე. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 13,173.00 ლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. პროექტში წარმოდგენილი ბიუჯეტი უნდა ასახავდეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების მხოლოდ პირდაპირ ხარჯებს. კონკურსის ფარგლებში არ დაიფარება შემდეგი ტიპის ხარჯები: ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯები(ოფისი, კომუნალური გადასახადები და სხვა); დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესში აპლიკანტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ კონსულტაციები სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტისა" და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" წარმომადგენლებთან, გამოიყენონ ფონდის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები. განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 31 ოქტომბერი 16:00 საათი, ასოციაცია „ტოლერანტის" ოფისი, მისამართი: რუსთაველის ქ # 47, ახალციხე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. საკონტაქტო პირები: ცირა მესხიშვილი - ასოციაცია „ტოლერანტი", მობ: 599 513622; ელ.ფოსტა: tsirameskh@gmail.com ; ნინო ფარიზოვა - ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო", მობ: 577 05 20 67; ელ.ფოსტა: ninof@osgf.ge ; |
|