ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს პროექტის თანაშემწის თანამდებობაზე
 

სამუშაოს დაწყების თარიღი 15 თებერვალი, 2016   
სამუშაოს ხანგრძლივობა: 12 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2016. 

ძირითადი ფუნქციებიევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი კადრების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოს რეგიონებში", ადმინისტრაციული, ფინანსური და პროგრამული მხარდაჭერა

ძირითადი ფუნქციები

  • პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
  • ონლაინ ვებ-პლატფორმის მართვა, ინფორმაციით უზრუნველყოფა და განახლება;
  • პროგრამის განხორციელების შესახებ შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში დახმარება.

ძირითადი ვალდებულებები: 

§ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

§ პროექტის დირექტორისა და კოორდინატორის დახმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში;

§ საქმიანი შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაში დახმარების გაწევა;

§ პროექტის დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მართვა, შენახვა და დაარქივება;

§ წერილობითი და ზეპირი თარგმანის შესრულება;

§ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ პლატფორმის შექმნაში, ინფორმაციის მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;

§ სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს პროექტის მიზნებიდან.


კანდიდატი
 შერჩევის კრიტერიუმები:

განათლება უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებებში/ან ბიზნესსა და ადმინისტრირებაში.


გამოცდილებაპრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:

§  არასამთავრობო ორგანიზაციაში (ან ორგანიზაციებთან) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

§  ადმინისტრაციულ  საქმიანობაში მინიმუმ 2- წლიანი გამოცდილება;

§  ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

§  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

§  დროის სწორი განაწილების და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;

§  კომუნიკაბელურობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

ანგარიშგება:  პროექტის თანაშემწე ანგარიშვალდებული იქნება პროექტის დირექტორის წინაშე.

ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა ფონდის სამდივნოში დაბეჭდილი კონვერტით უნდა წარმოადგინონ ქვემოთმოყვანილი დოკუმენტები:

1.  CV  ქართულ ენაზე (მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციასაფოსტო მისამართიელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი)

2.  სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე

3.  ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

4.  პირადობის მოწმობის ასლი.

კონვერტზე მიუთითეთ: „ადგილობრივი კადრების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოს რეგიონებში", პროექტის თანაშემწის ვაკანსია აპლიკანტის სახელი და  გვარი.

ელექტრონული ფორმით განაცხადი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ამ ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ იმყოფება თბილისში.

ფონდში ჩაბარებული დოკუმენტაცია არ დაუბრუნდება განმცხადებელს. განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

ფონდის მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).


შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამოდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.
ელექტრონული ფორმით განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, განცხადების შეტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (+995 32) 25 04 63(+995 77) 47 11 63
ელ.ფოსტა: hr@osgf.ge

საკონტაქტო პირითიკო თუშიშვილი.