კონკურსი ახალგაზრდებისთვის #გაათანასწორე
მოქალაქეთა დიდი ნაწილის უარყოფითი განწყობა განსხვავებული აზრისა და ადამიანების მიმართ ცნობილი პრობლემაა საქართველოში. ხშირად ძალადობის, დაცინვის და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების მსხვერპლნი არიან ის ადამიანები, რომელთა ფიზიკური, გონებრივი თუ სოციალური მდგომარეობა ან შეხედულება არ შეესაბამება საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტს. მოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღქმა, რომლებიც, მათი შეხედულებით, სცდებიან დადგენილი ნორმის ჩარჩოებს. შეურაცხყოფა და უპატივცემულო მოპყრობა საკუთარ თავზე გამოუცდიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, უსახლკარო პირებს, ბავშვებს მარტოხელა დედებს და ზოგადად, ქალებს, ლგბტი თემის წევრებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს და სხვა. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ 2013 წელს ანტიდისკრმინაციული კანონის მიღებას, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების დაცვას გულისხმობს, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. კანონის შინაარსი საზოგადოებისთვის მიწოდებულ იქნა, როგორც სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესის პროპაგანდის ინსტრუმენტი და ერთსქესიანი ქორწინების დანერგვის წინაპირობა. რეალურად კი, ანტიდისკრიმინაციული კანონი კონსტიტუციასა და სხვა ნორმატიულ აქტებში მანამდე არსებული და განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის დანერგვის და აღსრულების მიზნით შექმნილი დოკუმენტია. ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' ხელს უწყობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას, რომელიც ყველასთვის იძლევა თვითრეალიზებისა და ბედნიერების შესაძლებლობას. ფონდი ახალგაზრდებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად კონკურსში #გაათანასწორე, რომელიც გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლენს. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მოხდეს ნებისმიერი ფორმით დისკრიმინირებული, საზოგადოების მიერ გარიყული და უჩინარი ადამიანების ასახვა. ეს კონკურსი არის ერთი მცირე კომპონენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში იმის გააზრებას, რომ ერთ დღეს, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი ამა თუ იმ ნიშნით. ვის ვიწვევთ კონკურსში კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს (15-31 წლამდე), რომელთაც აქვთ სურვილი, ხელი შეუწყონ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას, განსხვავებულ აზრს და შესაძლებლობებს. #გაათანასწორე იქნება პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ხელოვანებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვინც შეეცდება სხვადასხვა არტისტული და ნარატიული ხერხით შეუწყოს ხელი საზოგადოების განწყობისა და ქცევის ცვლილებას. ჩვენთვის მნიშნელოვანია ავტორების ახალი და შემოქმედებითი ხედვა და პრობლემის განსხვავებული კუთხით წარმოჩენა. კონკურსი შემდეგ ნომინაციებს მოიცავს:
ფოტოპროექტით შესაძლოა მოთხრობილი იყოს კონკრეტული ადამიანური ისტორია. გარდა ამისა, შესაძლოა ასახული იყოს გარემო ან მთავარი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს დისკრიმინაციის გაღვივებას. ფოტოპროექტს თან უნდა ახლდეს ტექსტობრივი განმარტება-დოკუმენტურის შემთხვევაში დაფიქსირებული მასალის აღწერა, მხატვრული ფოტოპროექტის შემთხვევაში, კადრებს მიღმა არსებული ჩანაფიქრის გავრცობა. მაგალითისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ღია საზოგადოების ფონდების დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვებგვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული. განიხილება ყველა განაცხადი, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.
რა კრიტერიუმით შეირჩევა გამარჯვებული
რატომ არის საინტერესო მონაწილეობა: ჯილდო და სხვა ფაქტორები
შენიშვნა: თუ კომისიის მიერ ვერ მოხდება თავდაპირველად გათვალისწინებული რაოდენობის საუკეთესო პროექტის შერჩევა, ფონდი იტოვებს უფლებას, გამოავლინოს ნაკლები რაოდენობის გამარჯვებული. გამარჯვებული ნამუშევრების გამოქვეყნება და ავტორების მონაწილეობა სტატიკური ვიზუალური მასალა- ფოტო, პოსტერი გამოქვეყდება საგანგებოდ შექმნილ ინსტაგრამის გვერდზე ჰაშთაგის #გაათანასწორე გამოყენებით. ვიდეობლოგი, ე.წ ვლოგი გამოქვეყნდება You Tube-ზე, ხოლო ტექსტური მასალა ფეისბუქის გვერდზე. გამარჯვებული მასალებს პირველად გამოაქვეყნებს და ავტორებს საზოგადოებას წარუდგენს კონკურსის ორგანიზატორი, რის შემდეგაც, სასურველია, მისი გავრცელება მოხდეს თავად ავტორების მიერ მათ პროფილებზე ინტრაგრამზე, ფეისბუქში და სხვა სოციალურ ქსელში. ნამუშევრების წარმოდგენის წესი საკონკურსო პაკეტი დალუქულ კონვერტზე კონკურსის სახელწოდების #გაათანასწორე", კონკურსანტის სახელისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით მოწოდებული პაკეტი უნდა მოიცავდეს:
კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით ანი ახალკაცს, ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორს ელ.ფოსტის: ani@osgf.ge ან ტელეფონის საშუალებით: (032) 225 04 63. გამარჯვებული პროექტის შემთხვევაში, მასალის გავრცელება მოხდება ფონდის შეხედულებისამებრ. შერჩევის პროცედურა მოწოდებული მასალა განხილული იქნება სპეციალური კომისიის მიერ კონკურსის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
|
|