მოწვევა განაცხადების მისაღებად ასოცირების სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გაწევრიანება

ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" იწვევს განაცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში გასაწევრიანებლად.

საქმიანობის აღწერა:

„ასოცირების შესახებ შეთანხმების" მიხედვით, შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, იქმნება სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა. პალტფორმა შედგება ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (European Economic and Social Committee) წევრების ჩათვლით, და საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ინფორმირებული იქნება ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას შეუძლია ასოცირების საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა.

პლატფორმა შედგება 18 წევრი ორგანიზაციისაგან, საიდანაც ამ ეტაპზე შერჩეულია 15 ორგანიზაცია, რომლებიც გაწევრიანებული არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადების ფორუმის ეროვნული პლატფორმაში. აღნიშნული კონკურსი  შეარჩევს დამატებით სამ ორგანიზაციას, რომლებიც არ არიან ეროვნული პლატფორმის წევრები.

ასოცირების სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა იმუშავებს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  • ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი
  • რეკომენდაციებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება
  • ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში  აქტიური მონაწილება და ადვოკატირება
  • საზოგადოების ინფორმირება

ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა?

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირებს. განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:   

  • ორგანიზაცია არ უნდა იყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი;
  • ევროინტეგრაციის პროცესის ცოდნა, მოტივაცია და გამოცდილება;
  • საქართველოს რეგიონებში მუშაობის გამოცდილება;
  • ევროპულ ორგანიზაციებთან ან/და ქსელებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია, კანდიდატი წარმოადგენდეს ქოლგა ორგანიზაციას ან რაიმე ფორმის გაერთიანებას

შერჩევის პროცესი 

საკონკურსო განაცხადებს განიხილავენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"-ს წარმომადგენლები. პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების შერჩევა შემოსული დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე - ჩატარდება გასაუბრება.

დაფინანსება

განსაზღვრული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი  საქმიანობა და მხოლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე ხორციელდება.სასურველია წევრ ორგანიზაციას გააჩნდეს რესურსები პლატფორმის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

განაცხადის წარდგენის პროცედურები:

1.  სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე

2. პლატფორმაში ორგანიზაციის წარმომადგენელი პირის CV

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

3. ორგანიზაციის წესდების ასლი

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 5 აგვისტო, 2015   

ელფოსტა    csp@osgf.ge

კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია

მიეწოდებათ არაუგვიანეს 2015 წლის 15 სექტემბრისა