ნინოს ამბავი სერიიდან „ჩემი ამბავი“
ნინო - ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ლიმფომის და ლეიკემიის დიაგნოზი აქვს, იგი გადასახლდა ცხვარიჭამიაში, გაერიდა საზოგადოებას, რომელიც სტრესულ გავლენას ახდენდა მასზე. ნინო საკმაოდ აქტიურად და ხალისიანად ცხოვრობს, დასაქმებულია ბიზნესკომპანიაში. მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ ფონს, მას სჯერა, რომ ადამიანის შეუძლია იპოვოს ძალები საკუთარ თავში და გააგრძელოს ხარისხიანი ცხოვრება უმძიმესი დაავადების პირობებშიც კი. ამ ფილმში აქცენტი პაციენტის და ექიმის ურთიერთობაზე და ექიმის მიერ პაციენტთან სწორ კომუნიკაციაზეც არის.
|
|