საინფორმაციო კლიპები თვითმმართველობის რეფორმაზე
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად და ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შეიქმნა საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო. საბჭო დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, უზრულველყოფენ რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამჭვირვალობას და სამინისტროსათვის საზოგადოებრივი აზრის დროულ და ობიექტურ მიწოდებას თვითმმართველობის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით სააგენტოს ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია MSI (Management Systems International) და ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' ახორციელებენ თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერისა და მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოსათვის სამდივნოს და ტექნიკურ-ადმინისტრაციული უზუნველყოფის პროექტს. მეტი ინფორმაცია პროექტზე ნახეთ აქ.
რა არის თვითმმართველობა მოქალაქეებისთვის?
|
|