2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა
 

მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმი

100-დან 1 ადამიანს აქვს აუტიზმი

 2 აპრილი -აუტიზმის  ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

2007  წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი  აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ  გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება. ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" არიან. ინიციატივა  განპირობებულია აუტიზმის  შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება. 

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი.

2012 წლის 2 აპრილს საქართველოს აუტიზმის საზოგადოება მეორედ აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს.

2 აპრილის დღის აღნიშვნის მიზანია    გაზარდოს აუტიზმის  შესახებ   ქართული საზოგადოების  ინნფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო  ორგანოებს შეასრულოს საქართველოს  მიერ აღებული  საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

2012 წელს  2 აპრილის დღე უკვე აღინიშნება საქართველოს 5 ქალაქში:  თბილისში, თელავში, ზუგდიდში,  ქუთაისსა და ბათუმში.  საქართველოს რეგიონებში  ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელშიც ჩართულები არიან  აუტიზმის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები,  უნივერსიტეტები, სკოლები, ინკლუზიური განათლების გუნდები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

თბილისში დაგეგმილია შემდეგი  ღონისძიებები: 

14.00 - 17.00 სთ

  • მოქალაქეებისთვის საინფორმაციო მასალების დარიგება - მეტროს სადგურების „რუსთაველი" და „მარჯანიშვილი" ტერიტორიაზე

18.00 სთ

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის 7)

  • გახსნა და მისალმება
  • 2012 წლის აუტიზმის გმირის დაჯილდოვება
  • აუტიზმის თემაზე სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის ავტორთა დაჯილდოვება
  • ფოტოგამოფენა „აუტიზმის სახეები" - ავტორი: გიორგი ცაგარელი

20.00 სთ

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი (გრიბოედოვის 8) 

  • კონსერვატორიის იმპროვიზაციის ანსამბლი - რეზო კიკნაძე და სტუდენტები.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოწვეულნი იქნებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, განათლების და მეცნიერების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების  პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები,ჯანდაცვის მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციები, ბიზნესმენები, ექიმები, საზოგადოების  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

კამპანია ტარდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, USAID EWMI-G-PAC-ის პროექტის „კოალიცია აუტიზმისთვის" ფარგლებში.

###

საქართველოს აუტიზმის საზოგადოების შესახებ

საქართველოს აუტიზმის საზოგადოება შეიქმნა 2010 წელს. მასში გაერთიანებულია პროფესიონალები, აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები.

საქართველოს აუტიზმის საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებას, პრობლემების გადაჭრის პროცესში დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას და   სისტემური ცვლილებების გზით  აუტიზმის მქონე ადამიანების   ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას.


საკონტაქტო პირი:

ანა ტოკლიკიშვილი- ტელ: 595 221 999

ნინო დარსაველიძე- ტელ.: 593 336 898


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31