კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობების კოორდინირებისათვის საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ადვოკატირების მიზნით
ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივა აცხადებენ კონკურსს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამოქალაქო საზოგადოების საადვოკაციო საქმიანობებს საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. 9 თვიანი სამუშაო მოიცავს C ჰეპატიტის მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზებას 2010 წლის შემოდგომაზე და შემდგომი თანმხლები ღონისძიებების განხორციელებას. 2010 წლის თებერვლის შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა აქტივისტებმა C ჰეპატიტი მიიჩნიეს ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად და პრიორიტეტულად მიიჩნიეს ის სტრატეგიული (საადვოკაციო) საქმიანობები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში შესაძლებელია გაუმჯობესდეს C ჰეპატიტთან დაკავშირებული საპასუხო ღონისძიებები, კერძოდ: - C ჰეპატიტის ეროვნული პროგრამის შემუშავება და მისი დამტკიცება; - სტრატეგიული საქმიანობების განხორციელება დიაგნოსტიკასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად, მათ შორის ფასწარმოქმნის ანალიზი და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან საქართველოში არსებული ფასების შედარება; - იმის უზრუნველყოფა, რომ გლობალური ფონდის მიმდინარე გრანტის ფარგლებში გაიშლება საქმიანობები ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლებისათვის და მოხდება მათი მოცვა C ჰეპატიტთან დაკავშირებული ინფორმაციით, კონსულტაციებითა და ა.შ. შემდგომი აუცილებელი ნაბიჯია მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზება სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან 2010 წლის შემოდგომაზე. მათ მიერ ინდენტიფიცირებულ სტრატეგიებსა და ნაბიჯებზე მუშაობისათვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შექმნეს C ჰეპატიტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს საკოორდინაციო და საადვოკაციო საქმიანობებს. კონკურსის შედეგად შერჩეულმა ორგანიზაციამ, ამგვარად, საჭიროა იმუშაოს აღნიშნულ სამუშაო ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოება ფართოდ ჩართოს მაღალი დონის შეხვედრის მომზადებასა და შემდგომში განსახორციელებელ საქმიანობებში. აღნიშნულში იგულისხმება შეხვედრის ანგარიშის მომზადება, შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე სტრატეგიული პროცესის გაძღოლა, მათ შორის სამუშაო ჯგუფთან ერთად წერილობითი სტრატეგული დოკუმენტის მომზადება გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად, სხვა საადოვოკაციო საქმიანობების განხორციელება და ა.შ. ამოცანები 1. მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზება რათა მოხდეს პოლიტიკური ვალდებულებების გაზრდა C ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხებისადმი - ადვოკატირების განხორციელება შეხვედრის ორგანიზებისათვის და სახელმწიფო სექტორიდან შესაბამისი პარტნიორების, აკადემიური ინსტიტუტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვა შეხვედრის მუშაობაში; - შეხვედრის მიზნების, ამოცანების, დღის წესრიგის, მონაწილეთა სიის, რეზოლუციის მომზადება და საჭირო მასალების და შეხვედრის სხვა ელემენტების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინება; - შეხვედრის შემდგომი საქმიანოებების გაძღოლა, მათ შორის შეხვედრის ანგარიშის მომზადება და გავრცელება; - მედიის ჩართულობის უზრუნველყოფა შეხვედრისა და მისი მიზნების სათანადო გაშუქებისათვის. 2. C ჰეპატიტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის კოორდინირება და მათთან კონსულტირება მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრის ჩასატარებლად და შემდგომი თანხმლები საქმიანობები - სამუშაო ჯგუფის შეხვედრების კოორდინირება (მინიმუმ 2 შეხვედრის ჩატარება მაღალი დონის შეხვედრამდე და კიდევ 2 შეხვედრა მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ) და შეხვედრების ოქმების მომზადება; - სამუშაო ჯგუფის ინტერნეტ და სხვა სახის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - სამუშაო ჯგუფისათვის ანგარიშის მიწოდება მოვლენათა განვითარების და საქმიანობების შესახებ და მათგან შესაბამისი რჩევების მიღება/გათვალისწინება; - სამუშაო ჯგუფის განვითარების მხარდაჭერა (შესაძლებლობათა განვითარება, წევრების სიის გადახედვა და განახლება ახალი წევრების ჩართვის მეშვეობით); - სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოწოდებული ძირითადი ,,მესიჯების" გათვალისწინება, ასევე მათი ჩართვა დღის წესრიგის, მონაწილეთა და გამომსვლელთა სიის და მასალების მომზადების პროცესში; - სამუშაო ჯგუფის მიერ სტრატეგიის მომზადების პროცესის ფასილიტირება. 3. C ჰეპატიტის საადვოკაციო სტრატეგიული გეგმის მომზადება - მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრის მომზადებისას და შეხვედრის დროს გამართული დისკუსიების შედეგებზე დაყრდნობით საადვოკაციო პრიორიტეტების იდენტიფიცირება მომდევნო 18 თვისათვის; - მაღალი დონის შეხვედრის ჩატარების შემდეგ სამუშაო ჯგუფთან კონსულტირების შედეგად სამოქალაქო საზოგადოების საადვოკაციო გეგმის (სტრატეგიის) შემუშავება, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია მიზნების, შესრულების გრაფიკის, საჭირო რესურსების და პარტნიორების თაობაზე. 4. მოსალოდნელი შედეგები 1. მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრის ჩატარება 2. C ჰეპატიტის სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების უზრუნველყოფა 3. სამუშაო ჯგუფის მინიმუმ 4 შეხვედრის ჩატარება 4. მაღალი დონის შეხვედრის ანგარიშის მომზადება 5. სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელშიც მოცემული იქნება 2011-2012 წლებში განსახორციელებელი საქმიანობები. 5. მენეჯმენტი და დონორთან ურთიერთობა - კვალიფიციური, მაღალი რანგის შტატის წევრის გამოყოფა რომელიც ნახევარ განაკვეთზე იმუშავებს (ჯამში - დაახლოებით 2.5 სამუშაო დღე კვირაში) და ამასთან დაკავშირებული საჭირო ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (შესაბამისი სამუშაო სივრცის გამოყოფისა და ზედამხედველობის განხორციელების მეშვეობით); - დონორებთან - ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოსა'' და ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და ტექნიკური მხარდამჭერის განმახორციელებლებთან კავშირების ქონა და ურთიერთობა. საჭირო კვალიფიკაციები - საადვოკაციო საქმიანობის გამოცდილება პოლიტიკის სფეროში (policy advocacy), მთავრობასთან ურთიერთობისა და პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებული გამოცდილების ჩათვლით; - მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; - ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოში C ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა; - მარგინალურ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება; - აქტივიზმის კუთხით განხორციელებული საქმიანობები და მედიასთან კარგი კონტაქტების ქონა; - ქართული, რუსული და ინგლისური ენის ფლობა სამუშაო დონეზე. ბიუჯეტი 9 თვიანი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა მოიცავდეს 2010 წლის შემოდგომაზე გასამართი მაღალი დონის შეხვედრის ხარჯებს. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 12, 000 აშშ დოლარს (შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს 20, 000 აშშ დოლარამდე). განაცხადი დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს'' სტანდარტული განაცხადის ფორმატის შესაბამისად (http://www.osgf.ge/files/grants/Application_Form_New_Geo_0dssn_R4H4_-ii7I4LbTi.doc ). განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. განაცხადი (გარდა ფონდის სტანდარტული მოთხოვნებით განსაზღვრული ინფორმაციისა) უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: - C ჰეპატიტთან და ჯანმრთელობის პოლიტიკის სხვა საადვოკაციო საქმიანობებთან დაკავშირებული გამოცდილების მიმოხილვას; - მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრების ორგანიზების გამოცდილების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ შეხვედრების შედეგების შესახებ; - იმ არსებული რესურსების (პერსონალი და ტექნიკური და მატერიალური რესურსები) მიმოხილვას, რაც გამოყენებული იქნება პროექტის შესრულებისას; - პროექტში ჩართული ყველა პირის ავტობიოგრაფიას (თითოეული - მაქსიმუმ 3 გვერდი); - 2 სარეკომენდაციო წერილი (იმ ექსპერტებისგან ან ორგანიზაციებიდან, რომლებიც მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკისა და ადვოკაციის კუთხით). განაცხადების ჩაბარება დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოში" უნდა წარმოადგინონ განაცხადის 1 ორიგინალი და 2 ასლი განაცხადის სრული პაკეტის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (ფონდის სტანდარტული სააპლიკაციო ფორმატი და პროცესის აღწერა მოცემულია ბმულზე: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=51). განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა - 15 ივნისის 17.00 სთ. არასრული ან დაგვიანებით ჩაბარებული განაცხადები არ იქნება განხილული. კონკურსში მონაწილეობის სურვილის მქონე ორგანიზაციებისათვის ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 2010 წლის 9 ივნისს, 17.00 სთ-ზე ფონდის ოფისში (მისამართი: ჭოველიძის 10, ტელ: 25 04 63, 25 05 92). დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თეა ახობაძეს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების კოორდინატორს. ტელ: 25 04 63, 25 05 92, ელ. ფოსტა: teaa@osgf.ge |
|