შიდა პროექტი: სამოქალაქო საზოგადოება მშვიდობიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულება კოორდინატორი: ვახტანგ კობალაძე პროექტის ხანგრძლივობა: 2009 აპრილი - 2010 იანვარი. მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ: საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა 2009 წ. აპრილში მწვავე ფორმები შეიძინა. ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილება გამოვლინდა ხალხმრავალ საპროტესტო აქციებსა და გამოსვლებში, რომლებსაც მოჰყვა ძალადობის ფაქტები. სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად პროცესებზე საკმარისი ზეგავლენის მოსახდენად. მოცემული პროექტით ფონდი, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ძალისხმევის კოორდინაციის საქართველოში შექმნილი კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოგვარებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2009 წლის 14 ივლისს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა შეხვედრა, რომელიც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის", "პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის, და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ცვლილებებისა და დამატებების პროექტების განხილვას მიეძღვნა. შეხვედრის დღის წესრიგი იყო შემდეგი:
შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის ბოლოს, შემუშავდა განცხადება საქართველოს ხელისუფლების, ქართული საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის მიმართ. ამავე შიდა პროექტის ფარგლებში 2009 წლის 31 ივლისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინიციატივით, გაიმართა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა სახალხო დამცველის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატთან. მეტეხში გამართული შეხვედრის მიზანი იყო წარმოდგენილ კანდიდატთა ხედვების გაცნობა ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე, კანდიდატების პროგრამაზე და ძირითად ამოცანებზე, რომლებზეც გაამახვილებდნენ ყურადღებას კანდიდატები პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში. შეხვედრის დროს გიორგი ტუღუშმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ კითხვა-პასუხის რეჟიმში 50-მდე ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, და გამოხატეს მზაობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისათვის. დანართი დოკუმენტი: 1. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის", "პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის", და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ცვლილებებისდა დამატებების საპასუხოდ.
განცხადება 2009 წ. 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის", "პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის", და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ცვლილებები და დამატებები. ჩვენი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებათა ეს პაკეტი, უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან:
ამ ცვლილებებისა და დამატებების მიღება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს დიალოგის, თანამშრომლობისა და კომპრომისის გზით მოაგვაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, არამედ პირიქით - ამწვავებს დაპირისპირებას და ქმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეს. ჩვენ მოვუწოდებთ: საქართველოს ხელისუფლებას: შეაჩეროს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა მიღება არსებული ფორმით ქართულ საზოგადოებას: წინ აღუდგეს სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის მცდელობას საერთაშორისო ორგანიზაციებს: აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო ცვლილებების სამართლებრივი შეფასების პროცესში მედიას: უზრუნველყოს ფართო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისი, 14 ივლისი, 2009 წელი ხელმომწერები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო ევროპული ინტეგრაციის ფორუმი საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განათლების ეროვნული კავშირი კავშირი 21-ე საუკუნე საქართველოს იურისტთა გაერთიანება კავკასიის ქალთა ქსელი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - ალექს შოშიკელაშვილი ევროპული არჩევანი საქართველოშთვის საზოგადოების კვლევის ცენტრი ელისო ჩაფიძე-ჟურნალისტი ლაშა ტუღუში - ჟურნალისტი ნინო ნექიშვილი - ჟურნალისტი ანი მიროტაძე - ჟურნალისტი მარინე ჩიტაშვილი - ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი ლევან ადეიშვილი - ადვოკატი გაგა ნიჟარაძე - ფსიქოლოგი
|
|