სოციალური ინოვაციის ბანაკი
ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მედიის მხარდაჭერის პროგრამამ 2010 წლის მარტის თვეში შიდა პროექტი "სოციალური ინოვაციის ბანაკი" წამოიწყო, რომელიც PH International-ის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენციის "სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისათვის" პარალელურად გაიმართებოდა. სოციალური ინოვაციის ბანაკი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობენ ქვეყნის სოციალურ საჭიროებებს. ამავე დროს გააჩნიათ ისეთი ვებ იდეები, რომლითაც არსებული სოციალური პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი. ბანაკში ყოფნის 48 საათის მანძილზე მონაწილეებს ამ ვებ იდეების ვებ პროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობა ეძლევათ. ვებ პროექტის გამარჯვების შემთხვევაში კი გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, რომლის მეშვეობით ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტის რეალურად განხორციელებაც გახდება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ პროექტმა გაიმარჯვოს არა მხოლოდ ინოვაციური უნდა იყოს და სოციალური პრობლემატიკისკენ მიმართული, არამედ რეალისტურიც. მსგავსი ვებ პროექტების თემა შეიძლება იყოს: არჩევნების მონიტორინგი, ადამიანის უფლებების დარღვევების აღნუსხვა, უმწეოთა დახმარება, მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება ან ნებისმიერი სახის სოციალური საკითხი. ბანაკი ოფიციალურად 9 აპრილს, თბილისში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" (კუს ტბის გზა, მარჯვენა მხარეს) ოფიციალურად გაიხსნა. კავკასიურ "სოციალური ინოვაციის ბანაკში" მონაწილეობას მიიღებს 40 წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან: პროფესიონალი ვებ დეველოპერები, ტრადიციული მედიის წარმომადგენლები, მარკეტინგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანუ ის პირები, რომლებიც უკვე იყენებენ, ან მომავალში გამოიყენებენ სოციალურ მედიას თავიანთი საქმიანობისთვის. სოციალური ინოვაციების ბანაკი პირველად 2007 წელს, ლონდონში შედგა. მეორედ 2009 წლის სექტემბერში ბრატისლავაში ჩატარდა. საქართველოში ბანაკის ჩატარების იდეა სწორედ ბრატისლავას ბანაკის გამოცდილების შედეგად წარმოიშვა და რიგით მესამეა (ინფორმაცია ლონდონის, ბრატისლავას ბანაკების შესახებ იხ.:www.sicamp.org). საქართველოში გამართულ ბანაკს დიდი ბრიტანეთიდან ამ იდეის ავტორი, ახალი მედიის სპეციალისტი დენ მაქქუილანი და ახალი მედიის 6 ევროპელი ექსპერტი ეწვევა. როგორია სოციალური ინოვაციის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევის პრინციპი?
ბანაკში 2 დღიანი მუშაობის შედეგად ჯგუფები არსებული იდეების საფუძველზე ქმნიან სოციალური პროექტის ვებმოდელს, ვებ გვერდის სახით, სოციალური ქსელზე ან Google რუკებზე განთავსებით, ან სხვა თანამედროვე ვებპლატფორმების გამოყენებით. ადგილზე მუშაობა ხდება კომპიუტერებთან. ამ 6 იდეიდან გაიმარჯვებს მხოლოდ 2. (ერთ საუკეთესო პროექტს შეარჩევენ კონფერენციის მონაწილეები, მეორეს კი- სოციალური მედიის 5 ევროპელი ექსპერტისგან დაკომპლექტებული ჟიური). პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა 3000$, ხოლო მეორე ადგილზე გასულს 2000$.
შეიქმნება ახალი სოციალური ვებპროექტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისათვის (მომავალში კიდევ უფრო მეტად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინტერნეტი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება). გაჩნდება ახალი (მათ შორის სოციალური) ვებ გვერდები და ა.შ. მოსალოდნელია, რომ ტრადიციული მედიისათვის ასეთი სახის კონკურენციის შექმნა დადებითად აისახება მისი განვითარების მოტივაციაზეც. უცხოელი ექსპერტები, რომლებიც წარმართავენ ღონისძიებას და ჟიურის წევრები არიან:
დამატებით ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://sic-caucasus.net/ იხილეთ 10 წთ-იანი დოკუმენტური ფილმები ბრატისლავაში და ლონდონში გამართულ სოციალური ინოვაციების ბანაკზე: http://sic-caucasus.net/about/
|
|