ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს მედიის მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საინფორმაციო სააგენტოებისათვის. ერთი პროექტისთვის განკუთვნილი მაქსიმალური საგრანტო თანხაა 25 000 აშშ დოლარი. დაინტერესებულმა სააგენტოებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 19 მარტის 12:00 საათამდე.
კონკურსის მიზანი:
ახალი ამბების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ და მოქმედ საინფორმაციო სააგენტოებს, რომლებიც ყოველდღიურად აქვეყნებენ და ავრცელებენ ახალ ამბებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა თემებზე.
ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველო'' დააფინანსებს კონკურსის შედეგად გამოვლენილ ორ საუკეთესო პროექტს, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ როგორც კონტენტის, ასევე მომსახურების და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების ხედვას და გეგმას და მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალი ამბების ხარისხის და მიწოდების სიხშირის გაუმჯობესება, ხელმომწერთა რიცხვის გაზრდა, საინფორმაციო ვებპორტალის მულტიმედიური განვითარება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის მისაწოდებლად და სხვა.
კონკურსის პირობები :
- კონკურსის მსვლელობის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტოებმა წერილობით უნდა წარმოადგინონ საკონკურსო თემატიკის შესაბამისი პროექტი სამ ეგზემპლარად.
- პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დამტკიცებული საგრანტო განაცხადის ფორმის მიხედვით;
- პროექტი გათვლილი უნდა იყოს 12 თვეზე. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 აშშ დოლარს.
- კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ძირითად მომხმარებელთა/ხელმომწერთა სია.
- კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული უკანასკნელი 3 (სამი) სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება (საბალანსო უწყისი, მოგება/ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი და კაპიტალის მოძრაობის უწყისი). ორგანიზაცია, რომელიც 3 წელიწადზე ნაკლებია რაც არსებობს, წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტაციას დაარსების მომენტიდან დღემდე. ფონდი იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი განმარტებები წარმოდგენილ ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
- საგრანტო განაცხადების წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს" ოფისში 10-დან 18 სთ-მდე.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 19 მარტი, 12:00 სთ
კონსულტაციები:
კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონკურსის მსვლელობის პერიოდში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე.
მისამართი: ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) #10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი:29-10-52
საკონტაქტო პირები: ირაკლი ცერცვაძე, მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი irakli@osgf.ge ტელ.: 250463 #216 და მარინა (მაკო) ღოღობერიძე, მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. makog@osgf.ge ტელ.: 250463 #215