ხათუნა იოსელიანმა ფონდში მუშაობა 2010 წლის 1 მარტს დაიწყო.
9 წლის მანძილზე მუშაობდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობაში, მოგვიანებით კი გაეროს წარმომადგენლობაში.
ხათუნა 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის ქსელურ პროგრამას; ამ პერიოდში იგი აქტიურად თანამშრომლობდა კავკასიის სამივე ქვეყნის თერთმეტი უნივერსიტეტის დეპარტამენტთან და მათ მსოფლიო დონის აკადემიური სტატუსის მიღწევაში ეხმარებოდა.
ხათუნამ გაიარა საერთაშორისო განათლების განვითარების პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. გარდა ამისა, ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.