ქეთი ხუციშვილი
 


ქეთი ხუციშვილი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

განათლებით აღმოსავლეთმცოდნე-ინდოლოგი,  90-იანი წლების დასაწყისში  მუშაობდა თბილისში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში  და კითხულობდა ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1994-2001 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (National Democratic Institute), თავდაპირველად თბილისში, ადგილობრივი კონსტულტანტის, მოგვიანებით კი კიევში  პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

2002-2007 წლებში იყო დირექტორი ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.