მედია პროგრამის 2011-2012 წლების სტრატეგია
ობიექტური, აქტუალური და მრავალფეროვანი შინაარსის მქონე პროდუქციის შექმნა და გავრცელება ყოველდღიურად იზრდება საზოგადოების მოთხოვნა მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაციის მიღებაზე. მომდევნო ორი წლის მანძილზე მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას გამოცდილების მქონე დამოუკიდებელ სტუდიებთან და რედაქციებთან და ამასთანავე ორიენტაციას აიღებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რათა ისინი ჩართოს დინამიურ ჟურნალისტიკასა და მოვლენების სიღრმისეულ გაშუქებაში. პროგრამა მხარს დაუჭერს
მედიის ფინანსური მდგრადობა და ინსტიტუციონალური განვითარება დონორების მხრიდან დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა ფონდის მედიაპროგრამას საშუალებას აძლევს მეტი დაკვირვებით აირჩიოს დახმარების ობიექტი. პროგრამა თავის დაფინანსებას მიმართავს იმ მედიაორგანიზაციებზე, რომლებმაც აჩვენეს თავიანთი სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა და დაეხმარება მათ ორწლიანი ან უფრო ხანგრძლივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. პროგრამა ასევე წაახალისებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გაერთიანებას, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ კომერციულად წარმატებულ მედიაჰოლდინგებად. მედიაპროგრამა მხარს დაუჭერს:
საბაკალავრო ჟურნალისტური განათლება მედიაპროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხდება. მედიაპროგრამა მხარს დაუჭერს:
მედიის ადვოკატირება არის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფერო, სადაც მედიაპროგრამა შეეცდება საერთაშორისო დონორების და მედიის ადვოკატირების ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას. მედიაპროგრამა იმოქმედებს, როგორც დამაკავშირებელი რგოლი მედიის ადვოკატებს შორის, რათა
|
|