სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა 2011-2012
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება 2011-2012 წლებში ფონდი იმუშავებს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს მთავრობის ქმედებებს და ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე. ფონდი დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს:
ფონდი აგრეთვე
ახალგაზრდობის მონაწილეობის გაზრდა ახალგაზრდობა ქვეყანაში ღია საზოგადოების მშენებლობის მნიშვნელოვანი რესურსია. ფონდი აცნობიერებს საქართველოში ახალგაზრდობის წინაშე მდგარ პრობლემებს და მომავალი ორი წლის განმავლობაში დაეხმარება მათ უიმედობის განცდის დაძლევაში, საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობების უკეთ გააზრებაში, თავიანთ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები შეიტანასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივების უკეთ დანახვაში. ფონდი ხელს შეუწყობს:
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა/მონაწილეობა შეზღუდულია. მართალია, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია, ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეკომენდაციების შესრულება ნაკლებად ხდება. მზარდი გამოწვევების წინაშე იმყოფებიან: მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებული, დევნილთა და შიდა მიგრანტთა, მცირე ეთნიკური და სუბკულტურული უმცირესობების და შეზღუდული უნარების მქონე პირთა ჯგუფები. მომავალი სტრატეგიული პერიოდის განმავლობაში ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარს დაუჭერს:
სამშვიდობო ინიციატივები და ევროპული და რეგიონული ინტეგრაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირმა თავის თავზე აიღო საქართველოში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და ჩაერთო კონფლიქტის დარეგულირებაში. ევროკავშირის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივასთან და, თავის მხრივ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს ქვეყნის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორისგან. საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან დღესდღეობით მიმდინარეობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში. ფონდი მხარს დაუჭერს:
პროგრამა "აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი" პარტნიორობა საზღვრებს გარეშე 2011-2012 წწ. პროგრამის პრიორიტეტი არის შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა (უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი) და ბალტიისპირეთის ქვეყნების (ესტონეთი, ლატვია) არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
|
|