კარიერა
 

ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" მუშაობა განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩევა და შესაბამისად პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობებს იძლევა.

ადამიანური რესურსების შერჩევის ობიექტური და გამჭვირვალე პროცედურის შედეგია ის, რომ ჩვენ გვყავს  პროფესიონალი თანამშრომლები. ფონდში დაფასებული და გათვალისწინებულია თითოეული თანამშრომლის აზრი და ფონდის მუშაობა გუნდურ პრინციპს ეფუძნება.

თანამშრომელთა შერჩევა, ისევე როგორც ყველა სხვა პროცედურა, გამჭვირვალე პროცესია. ვაკანსიები ყოველთვის ღიად არის გამოცხადებული თითქმის ყველა პოპულარული ინტერნეტ არხის და ფონდის ვებ გვერდის მეშვეობით. შეფასების კრიტერიუმები კი-მკაცრად განსაზღვრული. ყველა აპლიკანტი, სქესის, შეხედულების, ნებისმიერი სტატუსის თუ ეროვნების მიუხედავად, ერთსა და იმავე პროცედურას გადის.

შერჩევის პროცედურა პოზიციების მიხედვით განსხვავდება. არის პოზიციები, რომელზეც შერჩევაზე გადაწყვეტილების მიღება პირველსავე გასაუბრებისას ხდება. არის პოზიციები, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება შერჩევის რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ.

მიმდინარე ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ამ ვებგვერდის განყოფილებაში "კონკურსები".


სხვა ახალი ამბები და ანონსები