მისია

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიზანია საქართველოში ღია, თავისუფალი, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა.

ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ დამოუკიდებელი მედიის არსებობას ქვეყანაში, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.