საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
2017-2020 წლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის პრიორიტეტად კვლავ რჩება მარგინალური ჯგუფების ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფის საკითხი. ამისთვის, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი რესურსების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოებისა და მარგინალური ჯგუფების აქტიური მონაწილეობა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის საკითხებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა. 2017 წელს ვიმუშავებთ მარგინალური ჯგუფების ჯანდაცვის მექანიზმის ამოქმედების, ჯანდაცვის სისტემაში მათი დისკრიმინაციის დაძლევის, სათემო მომსახურების მოდელების გაძლიერების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარგინალური ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველყოფის კუთხით. ვიზრუნებთ პედიატრიული პალიატიური მზრუნველობის განვითარებაზე და უკვე არსებული ბავშვთა ჰოსპისის დახმარებაზე. ხელს შევუწყობთ და მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ეხება ფსიქიკური ჯანრმთელობის, ზიანის შემცირების, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს. დიდი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის უფლებების ხელმისაწვდომობას ეთნიკური უმცირესობებისათვის. |
|