გიორგი ბურჯანაძე
 

გიორგი ბურჯანაძე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" 2014 წლის მაისში შემოუერთდა. 2 წლის განმავლობაში იგი ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი იყო, ხოლო 2016 წლის 1 ივნისიდან იგი ამავე პროგრამის მენეჯერის რანგში აგრძელებს საქმიანობას. ადამიანის უფლებათა პროგრამის ზოგად მენეჯმენტთან ერთად, გიორგი ბურჯანაძის საქმიანობა მოიცავს პროგრამის დაგეგმვას, წარმართვას და განხორციელებაზე ზედამხვედველობას. 

გიორგი ბურჯანაძე ფონდში მოსვლამდე საქმიანობდა უფროს სამართლებრივ ექსპერტად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“. მანამდე მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მას აქვს სამართლებრივ ექსპერტად მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში (UNDP, UN Women, OHCHR, OSCE/ODIR, Council of Europe). 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს სამართალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში (თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი). გიორგი არის რამდენიმე კანონპროექტის, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კვლევებისა და სამეცნიერო სტატიების/წიგნების ავტორი.

2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, 2011 წელს სამაგისტრო პროგრამა, 2012 წელს - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებით კონსტიტუციური სამართლის მაგისტრატურა. 2012 წლიდან სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.