მარი ჩოხელი

მარინა ჩოხელი ზიანის შემცირების მიმართულებას 2010  წლიდან ხელმძღვანელობს.

მარინა პროფესიით იურისტია. დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი. ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. იგი არის პოლონეთის ჰელსინკის ფონდის მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი სკოლის  კურსდამთავრებული (2006-2007), ხოლო 2007-2009 წლებში  მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის გენდერული კვლევების ფონდის მიერ ორგანიზებულ ინსტიტუტში "ქალთა უფლებათა სატრეინინგო პროგრამა".

მარინა 1999 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, კერძოდ: 1999-2010 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლში". 2003-2006 წლებში იყო ორგანიზაციის გამგეობის წევრი, ხოლო 2006-2009 წლებში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2009 წლიდან მარინა არის მკურნალობის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო ფონდის, საზოგადოებრივ სარევიზიო კომისიის წევრი.