გიორგი ჩიტიძე

გიორგი ჩიტიძე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" 2016 წლის ივნისიდან შემოუერთდა. მისი ძირითადი საქმიანობა ადამიანის უფლების პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება და წარმართვა. 2016 წლამდე გიორგი ჩიტიძე მუშაობდა ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის შიდა პროექტის კოორდინატორად. მანამდე, მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (2010-2015) მოწვეული სპეციალისტის, სამართლებრივი კონსტულტანტის, უფროსი მრჩევლის და მთავარი მრჩევლის პოზიციებზე. მას, ასევე, აქვს არასამართავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. 2015 წლიდან კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებებში და საკონსტიტუციო სამართალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა;

2013-2015ლებში გაიარა სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმართულებით გოტენბურგის უნივერსიტეტში (შვედეთი), როეჰამპტონის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტში (ნორვეგია) და მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი.